ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ ბავშვები სხვადასხვა კონკურსში მონდომებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ყოველწლიურად მონაწილეობენ. ამჯერად კი, დაწყებითი საფეხურის გუნდსა და პედაგოგ ქეთევან ზოიძეს სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და წარმატებას უსურვებენ.
„გისურვებთ წარმატებებსა და აქტიურ ჩართულობას 2024-2025 სასწავლო წლის ოლიმპიადაზე“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: