ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-5 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ყველასათვის საყვარელი ფილმის, „ძაღლის“ ჩვენება გაიმართა. ფილმი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ლეილა გორდელაძემ გადაიღო.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა - ხათუნა ჭყოიძემ მოთხრობის მთავარ სათქმელსა და პერსონაჟებზე ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მადლობას ვუხდით ხათუნა მასწავლებელს განსაკუთრებული დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: