ტყემლანის საჯარო სკოლაში, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
18-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო  სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათემატიკის მასწავლებელმა - ინგა კაპანაძემ  საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარა  საინტერესო და სახალისო მათემატიკური ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები. 

აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა სამი მაღალრეიტინგული მოსწავლე, რომლებსაც გადაეცათ წამახალისებელი სიგელები. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს საინტერესო აქტივობისთვის, მოსწავლეებს კი აქტიური მონაწილეობისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203