ხეოთის საჯარო სკოლაში გასვლითი გაკვეთილი რაბათის ციხეზე ჩაატარეს
12-06-2018
ხეოთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა სალომე გელაშვილმა რაბათის ციხეზე გასვლითი მეცადინეობა მოაწყო.
მოსწავლეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიული ძეგლების შესახებ ინგლისურად და ქართულად ისაუბრეს, დიალოგები გამართეს და ბოლოს, ერთ-ერთმა მოსწავლემ შესანიშნავი ლექსიც წაიკითხა.
დირექციის შეფასებით, აქტივობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. გასვლით გაკვეთილს დაესწრნენ ამავე სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი, კლასის დამრიგებელი ფატიმა გვირჯიშვილი, სხვადასხვა საგნის რამდენიმე მასწავლებელი, რეგიონის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ბელა გვრიტიშვილი.
მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებული ღონისძიებით აღფრთოვანდნენ, რადგან მსგავსი სახის აქტივობები მომავალ თაობას საშუალებას აძლევს თავიანთი ქვეყნისა და კუთხის ისტორია უფრო უკეთესად შეისწავლონ და მისი აღწერა ორ ენაზეც შეძლონ.