„ჩვენ, ჩვენი გარემოს დაცვის სადარაჯოზე“ - ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათი განხორციელებული პროექტი ფართო საზოგადოებას გააცნეს
18-10-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ინიციატივებს დიდი ინტერესით უერთდებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.

ამჯერად, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში, გაიმართა საბაზისო განათლების პროგრამისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელებული იდეატორთა კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება. უნივერსიტეტმა აღნიშნული პროექტი განახორციელა 5 სკოლაში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ჯუმის საჯარო სკოლა იყო. 

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პროექტი - „ჩვენ, ჩვენი გარემოს დაცვის სადარაჯოზე“. 

მოსწავლეებმა, დეტალურად ისაუბრეს ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე; აღწერეს პროექტებზე მუშაობის პროცესები და შედეგები. 

სკოლაში მადლობას უხდიან ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და ინიციატივაში ჩართულ თითოეულ ადამიანს საინტერესო გამოწვევისთვის.

„უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს; ასევე ქოუჩს, ქალბატონ აზა ჯოჯუას; უნივერსიტეტის მასწვალებლის მომზადების პროგრამის სტუდენტს:ნანა ფანცულაიას, ხელმძღვანელს ირმა ბუკიას და ამ პროგრამის ორგანიზატორებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203