საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოძღვრისა და მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
21-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა როგორც მოსწავლეთა გონებრივ, ისე სულიერ განვითარებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, გაიმართა მოძღვრისა და მოსწავლეების შეხვედრა.

მამა სპირიდონ მუმლაძე სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ესაუბრა სულიერ ფასეულობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. 

როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გვეუბნებიან, ამგვარი საუბრები მოზარდებს ეხმარება გააცნობიერონ სულიერი ღირებულებები და ეკლესიის როლი საზოგადოებაში. 

მოძღვარმა ბავშვებს განუმარტა ეკლესიის როლი და დანიშნულება. ესაუბრა თუ როგორ შეიძლება ეკლესია ადამიანს დაეხმაროს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა დასვეს აქტუალური შეკითხვები და მიიღეს პასუხები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიკეთე, სიკვდილ-სიცოცხლე, მიტევება და სიყვარული.

„ამგვარი  შეხვედრები ხელს უწყობს დიალოგის კულტურის განვითარებას, რათა მოზარდებმა მიიღონ მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203