ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩართულობა წახალისებულია.
16 და 17 ოქტომბერს სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ტური ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსმა მოსწავლეთა შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია, მოსწავლეები საოცარი ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი.
I ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა მე-4 კლასის გუნდმა - „არწივები“, II ასაკობრივ კატეგორიაში კი - მე-7 კლასის გუნდმა „ეროვნული ნაკრები“. კონკურსის ხელმძღვანელი სასკოლო ეტაპზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი სავლე ზუზაძე. მას დიდი დახმარება გაუწიეს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - თეა სამხარაძემ, სკოლის ბიბლიოთეკარმა ასმათ ზირაქაძემ, სპეცმასწავლებელმა ია კობახიძემ.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომი ეტაპისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან.
იხილეთ ფოტოები: