„ჩემი უფლება ჩემი თავისუფლებაა“ - კაცხის საჯარო სკოლაში ონლაინ კონფერენცია მოეწყო
21-10-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მუდმივად ეწყობა მოსწავლეთა განვითარებისკენ მიმართული აქტივობები.

დღეს, დირექცია მორიგი საინტერესო აქტივობის შესახენ გვიზიარებს ინფორმაციას. 

სასკოლო პროექტ „ადამიანის უფლებების“ ფარგლებში მოეწყო ონლაინ კონფერენცია თემაზე -   „ჩემი უფლება ჩემი თავისუფლებაა“. კონფერენციას ხელმძღვანელობდა უცხო ენების კათედრა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ კაცხის საჯარო სკოლასთან მემორანდუმით დამეგობრებული ბანოჯის და წირქვალის საჯარო სკოლები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ონლაინ კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ადამიანის უფლებებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საკმაოდ შეზღუდულ ქვეყნებშიც, ისეთში როგორც ჩრდილოეთ კორეაა და თავიანთ თანატოლებისთვის გაეზიარებიათ.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203