გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ.
ახლახან, ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მეორე შესარჩევი ეტაპი ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
კონკურსმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: