წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
17 ოქტომბერს, წმინდა შუშანიკის ხსენების დღესთან დაკავშირებით, გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო ჩაატარეს. მათ გააკეთეს პრეზენტაციები, იმსჯელეს წმინდანის ცხოვრებაზე, მის მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში, მოსწავლეებმა მოაწყვეს ნაწარმოების სხვადასხვა მონაკვეთის ინსცენირება, ასევე ინტერვიუ პერსონაჟებთან, სადაც ცხადად წარმოაჩინეს ნაწარმოების მთავარი სათქმელი და ღირებულება.
სკოლაში მოსწავლე-მასწავლეებლთა აქტიურობა და შემოქმედებითობა ახარებთ.
„მადლობა ყველა მონაწილეს ასეთი შთამბეჭდავი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.