სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს და გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით. სასკოლო ცხოვრება კი განსაკუთრებით შთამბეჭდავია პირველკლასელებისთვის, რომლებიც წიგნიერების დიდი სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ.
ამჯერად, გეჯეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი, პატარები საინტერესო აქტივობებით დაუმეგობრდნენ ანბანს და ქართული ასო-ბგერების შესწავლას დიდი შემართებით შეუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ნატალია სახოკია ხელმძღვანელობდა.
„ჩემო პატარა მეგობრებო! დღეს დაუვიწყარი დღეა თქვენს ცხოვრებაში, დღე, როცა შეაბიჯეთ საოცრებათა სამყაროში, სამყაროში, რომელსაც ქართული ანბანი ჰქვია... დაგილოცავთ ნაბიჯებს და გისურვებთ ცოდნის მწვერვალების დალაშქვრას“, - ამ სიტყვებით მასწავლებელმა პატარებს წარმატებული საანბანო პერიოდი უსურვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: