ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში, მონაწილეობენ კონკურსებში და ცოდნას წარმოაჩენენ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაშის ბოლოს, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქალაქო ტურნირში იასპარეზებენ.
„შემოდგომის სეზონის თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა მოსწავლეთა შესაძლებლობები, გამოცადა მათი ლიდერობისა და გუნდურობის უნარები. წარმატებებს ვუსურვებთ მათ!“, - ამ სიტყვებით აფასებენ სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობას და მათ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეები წაახალისონ ჩართონ სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსში.
იხილეთ ფოტოები: