ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო, საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ ნიჭს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ამჯერად, შესაძლებლობები მეცხრე კლასის მოსწავლე საბა ბოჭორიშვილმა წარმოაჩინა, რომელმაც საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზა.
ტურნირი, ადიგენის მუნიციპალიტეტ სოფელ უდეში ჩატარდა და საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა.
საბა ბოჭორიშვილი კი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
სკოლაში ახარებთ საბას წარმატება და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: