მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
21-10-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეები, საგანმანათლებლო ვიზიტით, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა მუზეუმის საგამოფენო დარბაზები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ. ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

სასკოლო საზოგადოება გიდობისთვის გულისხმიერ მადლობას უხდის ნათია გიგანს.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს, რაზეც პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203