წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში „შემოდგომის წყალტუბო 2024“ გაიმართა.
მოსწავლეებმა, ღია ცის ქვეშ წარადგინეს შთამბეჭდავი კომპოზიცია თემაზე - „გაცოცხლებული ნახატი“, რომელიც პეტრე ოცხელის ესკიზის, „ფრთოსანი მღებავის“, მიხედვით შეიქმნა.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კომპოზიციის შექმნის ორგანიზატორი გახლდათ სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი ნანა შვანგირაძე, დეკორაციები კი შექმნა ლიკა ჩოგოვაძემ.
იხილეთ ფოტოები: