აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი გარემოა შექმნილი, სადაც ახალგაზრდები დემოკრატიულ ღირებულებებს ეცნობიან.
ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესი ყველა წესის დაცვითა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა თავიანთი შეხედულება არჩევნების საშუალებით დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები: