წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ. ახლახან, I კლასში საზეიმო გაკვეთილი - „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა.
მასწავლებელმა ნინო ჯიშკარიანმა, თავის პატარებთან ერთად, ანბანს „უმასპინძლა“. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალის ცოდნა წარმოაჩინეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე მართლაც დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცა.
იხილეთ ფოტოები: