აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.
ამის დასტურია ისიც, რომ ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ სპორტულ აქტივობაში ერთვებიან. ახლახან, მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, მინიფეხბურთში წარმატებით იასპარეზეს.
მათ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში, ანგარიშით 4-1 გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პენალტების სერიაში ყველა მოთამაშემ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა. გუნდის მეკარემ - საბა თევზაძემ კი, 3 პენალტი მოიგერია და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.
„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს ნახევარფინალში“,- სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: