„მზის სისტემა“ - ფარცხანაყანევის N1 სკოლის მე-5 კლასელებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს 
21-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებული საინტერესო, შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ინიციატივებით.

18 ოქტომბერს, მე-5 კლასში, ჩატარდა გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეება თემაზე - „მზის სისტემა“ შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს, მასწავლებელი ინგა ფხაკაძე ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ:

1. კვლევა არის მრავალეტაპიანი აქტივობა, რომელიც იძლევა ბიოლოგიური სისტემებისა და პროცესების შესწავლის საშუალებას;

2. კვლევის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია უსაფთხოების წესებისა და ეთიკის ნორმების დაცვა;

3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება ეფუძნება კვლევების გზით გაკეთებულ აღმოჩენებს, თეორიებსა და კანონებს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებმა უპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს:

1. რა არის კოსმოსი?

2. რა ჰქვია ჩვენს გალაქტიკას?

3. რომელი გალაქტიკის ნაწილია მზის სისტემა?

4. რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

5. რატომაა დედამიწა ერთადერთი ცოცხალი პლანეტა მზის სისტემაში?

კომპლექსური დავალების შესრულებისას მოსწავლეებმა დაწერეს ესეები და შექმნეს ნახატები თემაზე: „მე და კოსმოსი - აანთე შენი ვარსკვლავი“ და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. ჩატარდა ვიქტორინა, მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ ნაჩვენებ სურათებზე ამოიცნეს პლანეტები, ობსერვატორიის შენობები, მეცნიერები. მოისმინეს კოსმოსში გაშვებული ქართული სიმღერა „ჩაკრულო“. 

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და შექმნეს მზის დაბნელებისა და მთვარის დაბნელების მოდელები.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა დადებითად შეაფასა მოსწავლეების მიერ გაწეული შრომა. ბოლოს კი, დაიგეგმა ექსკურსია აბასთუმნის ობსერვატორიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203