ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, პირველ კლასში იყო საოცარი განწყობა და დიდი დღესასწაული.
პატარებმა ანბანის „შემობრძანება“ იზეიმეს, დიდი ინტერესით შეაბიჯეს „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში და შემართებით შეუდგნენ ასო-ბგერების შესწავლას.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი ლამარა ცანავა ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებისთვის კი ეს დღე ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: