აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა დაინტერესებას საინტერესო ინიციატივებით.
ამჯერად, პროექტული სწავლების ფარგლებში, მეათე კლასში განხორციელდა პროექტი - „მეგრული სამზარეულო“, რაშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები გაეცნენ მეგრულ კერძებს, ისაუბრეს ამ კუთხის სუფრის ტრადიციაზე, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და ამასთანავე შექმნეს ამ კუთხის სახასიათო კერძები.
გაკვეთილს მასწავლებელი რუსუდან შონია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: