აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრები გამრავალფეროვნებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი შემართებითა და ინტერესით მონაწილეობენ.
ამჯერად, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრების ინიციატივით და ორგანიზებით განხორციელდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი -„რა? სად? როდის?“.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტუალურ კონკურსს, მასწავლებლები - იზოლდა თორდია და ხვიჩა კუკავა, ხელმძღვანელობდნენ.