ფახულანის თემის N1 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს 
22-10-2024

აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ამ დღეს, სკოლის პირველ კლასში, ღონისძიება „ანბანი მობრძანდება“ ჩატარდა, რომელსაც მასწავლებელი სირენა არქანია ხელმძღვანელობდა. 

კლასი ლამაზი დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეების განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა პირველი ხელნაწერი „აი ია“ დიდი მონდომებით შეასრულეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

სკოლაში, პირველკლასელებს წარმატებებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203