ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში, ვარდისფერი ოქტომბრის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლე-მასწავლებლებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ისაუბრეს ძუძუს კიბოსა და მის პრევენციაზე, ასევე სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის შესახებ.
აღნიშნული შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: