ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლისათვის საამაყოა, როდესაც მისი აღზრდილი წარმატებული მასწავლებელია და საერთაშორისო დონეზე ხდება მისი აღიარება.
ეს პედაგოგი ინგლისური ენის მასწავლებელი მზია ბერაძე გახლავთ. ის, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. პედაგოგი პროგრამა eTwinning- ის ფარგლებში უამრავ აქტივობას ახორციელებს თავის მოსწავლეებთან ერთად, რაც ხელს უწყობს სკოლის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა eTwinning- ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად მასწავლებელი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს.
სემინარი „კეთილდღეობა სკოლებში“ 2024 წლის 1-5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ ტოლედოში ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
აღნიშნული სემინარის ფარგლებში მიმდინარეობდა საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სწავლა-სწავლების უახლესი მეთოდების გაცნობა.
სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„მჯერა, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჩვენი სკოლის წარმატებას.
გილოცავ მზეო ამ დიდ წარმატებას, კიდევ ბევრჯერ გვასახელებ და გაგვახარებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: