აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები და დირექცია მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-9 კლასში მხიარული მათემატიკური შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღნიშნული შეჯიბრება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოულოდნელობებითა და ემოციით დატვირთული იყო.
აქტივობას პედაგოგი ხათუნა ფიფია ხელმძღვანელობდა.
შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: