წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები ხორციელდება.
„პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არაფორმალური განათლების კუთხით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა სასკოლო პროექტი „შევისწავლოთ და დავიცვათ გარემო“.
პროექტის პრეზენტაციის ეტაპზე მოსწავლეებმა წარადგინეს ესეები, ცნობილი პოეტების ლექსები ბუნებაზე, ვიდეორგოლები.
ხელმძღვანელებმა: ანნა წულაიამ და ფიქრია კვირიკაძემ ისაუბრეს პროექტის აქტუალობასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან კავშირზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მოიაზრებს ყველა საგნის მასწავლებლის ჩართულობას. მან მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხრიდან დიდი ინტერესი დაიმსახურა.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექციამ და გამოუცხადა ყოველგვარი მხარდაჭერა დაგეგმილს.
„ბევრი სასარგებლო იდეა და პროექტის წარმატებული განხორციელება ჩვენს სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: