წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ ახალ, ჯადოსნურ სამყაროში მასწავლებელი რუსუდან ეფსია შეუძღვა. მოსწავლეები თემატურ აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ წინასააბნანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში მათ ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს და მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში დაიწყო. მათთვის დაუვიწყარ და სასიამოვნო მოგონებად დარჩება ანბანის შემობრძანება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: