წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასა და შერწყმულ ყუმისთავის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას - რეალურად ნახონ ის, რასაც წიგნებში კითხულობენ.
„საოცნებო თავგადასავლები დაიწყო!“, - ამ შემართებით, მოსწავლეებმა მშობლების მხარდაჭერითა და მასწავლებელთა თაოსნობით მოაწყვეს ექსკურსია.
„ცა ვარსკვლავებმა დაყურსეს და ზეცა ქედებს შერთვია,
ერთია მზე და სამშობლო,მიწაც და ზეცაც ერთია,
მზე მთაზე ფეხებს აითრევს,დარჩენა ისე სწყურია,
სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია!“, - ამ იდეით, მოსწავლეებმა შემოიარეს „სიცოცხლის სამოსახლო პატარა გურია“.
ბავშვებმა მოინახულეს ჯიხეთის დედათა მონასტერი, ესტუმრნენ გამორჩეულად საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, ასევე ბავშვებმა ნაბეღლავის ქარხანა ნახეს.
„ჩვენი მოგზაურობა ბახმაროს შეასასვლელში ველზე დასრულდა!“, - აღნიშნავენ სკოლაში, რომლის მოსწავლეები ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: