ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, VI კლასის მოსწავლეებმა, მუსიკაში, მორიგი საინტერესო აქტივობა შეასრულეს. მისი თემა იყო რეალობა და ჩვენი წარმოდგენები, ხოლო საკითხი - სარეკლამო რგოლი.
მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. მათთვის გაკვეთილი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: