რუისის N3 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გერმანულენოვანი ლექსიკონი დაამზადეს
21-10-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-5 კლასში, გერმანული ენის გაკვეთილზე, სახალისო აქტივობა განხორციელდა. მისი თემა „ჩემი პირველი ლექსიკონი“ გახლდათ.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ფერადი ლექსიკონები დაამზადეს და ახალი სიტყვებით შეავსეს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გერმანულ ენაში სქესის გარჩევა ისწავლეს და ფერადი ფურცლების დახმარებით, სიტყვები ადვილად დაიმახსოვრეს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203