ცხუნკურის N1 სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი და საზეიმოდ დაწყებული საანბანო პერიოდი
22-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად იქცა. 

15 ოქტომბერს, მოწამეთობას, პირველი კლასის მოსწავლეებს ლამაზი დღე გაუთენდათ.

მთელი სიდიადითა და თავმოწონებით შებრძანდა პირველ კლასში „ა“ და „ი“ ასობგერები. მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართულნი საინტერესო აქტივობებით დატვირთულ საგაკვეთილო პროცესში. მათ ნახეს - ანიმაციურ ფილმს - „ბომბორა სწავლას იწყებს“, გაიცნეს, გააფერადეს და გამოძერწეს ახალი ასო-ბგერები, ლამაზი სიმღერის თანხლებით - „აი ია“. 

გაკვეთილი საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი გამოდგა.

პირველი კლასის მასწავლებელი ნინო ჩირგაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და მათ მოტივაციაზე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203