წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
მოსწავლეები კი „მოქალაქეობას“ ხალისითა და ინტერესით სწავლობენ.
ახლახან, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „მდგრადი განვითარება“.
მათ ისაუბრეს მდგრადი განვითარების მიზნებზე, მდგრადი განვითარების კონცეფციის ჩამოყალიბების ისტორიაზე. ასევე, მოიძიეს მდგრადი განვითარების მე-17 მიზანი და შექმნეს პოსტერი.
აქტივობას პედაგოგი ნონა კუჭავა ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: