ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, პროექტი „აირჩიე სიკეთე“ განხორციელდა, რომლის თემა: „სიკეთე ყოველთა სწორი არჩევანია“ გახლდათ.
მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გააცნეს. მერვეკლასელებმა იმსჯელეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
პროექტში ბავშვები მონდომებით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები სკოლაში, არაფორმალური განათლების დამკვიდრებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: