თბილისის N141 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია, პედაგოგები მათი წარმატებით ამაყობენ და ამ მიღწევას ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: