წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ბანოჯის საჯარო სკოლას კაცხის საჯარო სკოლასთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი. სკოლები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და საინტერესო პროექტებშიც ერთობლივად ერთვებიან.
„ჯანსაღი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგი არის კაცხის საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტ „ადამიანის უფლებების“ ფარგლებში მონაწილეობა“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროექტი ითვალისწინებდა ონლაინ კონფერენციას თემაზე: „ჩემი უფლება ჩემი თავისუფლებაა“. კონფერენციას ხელმძღვანელობდა კაცხის სკოლის უცხო ენების კათედრა ბანოჯის სკოლის უცხოენების კათედრის თანამონაწილეობით.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის დირექტორები: ნინო წილოსანი და ნორა ბუცხრიკიძე, დირექტორის მოადგილე რუსუდან მოდებაძე, ინგლისური ენის მასწავლებლები: ეკატერინე ქებაძე და მირანდა ფანცხავა.
კონფერენცია შეაჯამა დირექტორმა ნინო წილოსანმა. მან მადლობა გადაუხადა მეგობარ სკოლას გამოწვევისთვის და ასევე, მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობით ჩართულობისათვის. იქვე, დირექტორმა დააანონსა ახალი შეხვედრა ბანოჯის საჯარო სკოლაში.
„სკოლათა შორის მეგობრობა კვლავაც გრძელდება წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: