ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სახელს წარმატებული მოსწავლეები ქმნიან, რომელთა უკანაც პროფესიონალი პედაგოგები დგანან.
ამჯერადაც, სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს მოსწავლეებს, რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 9 მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა.
წარჩინებული მოსწავლეები არიან: ანდრია გუგუშვილი, ეკატერინე ჯაიანი, მარიამი ბუსხრიკიძე, დავით ჟორჟოლიანი, ბარბარე კუჭავა, ვახტანგ კუჭუხიძე, ელენე უშხვანი, მარიამ ხიზანეიშვილი და საბა კობახიძე.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისი N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დამრიგებლებია: ფიქრია ჯიმშელეიშვილი, მაგდა პაპიძე, ქეთევან მაჩალაძე და მალვინა ჯინჭარაძე.
სკოლა ულოცავს ახალგაზრდებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის მათ პედაგოგებსა და მშობლებს მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ასევე მოწყობილი იყო სკოლების საგამოფენო სივრცეები, სადაც სკოლის დირექტორმა საგამოფენო სივრცეში წარადგინა ქუთაისი N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ბანერი, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებზე მოპოვებული პრიზები და სერტიფიკატები.
ფიზიკის მასწავლებელმა გიორგი მემანიშვილმა სტუმრებისთვის ჩაატარა სხვადასხვა სახის საინტერესო ექსპერიმენტები.
მოსწავლეებმა კი წარადგინეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში, შექმნილი რობოტები (გურამ შეყილაძე, გურამ ხმელიძე, ლუკა მიქაუტაძე, გაბუნია ნინი, ბუცხრიკიძე მარიამ, გვენეტაძე მიხეილი, ელენე უშხვანი, ბარბარე კუჭავა).
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის საინტერესოდ და განსხვავებულად წარმოჩენისათვის.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში წელს 958 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან ქუთაისში - 335. შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
იხილეთ ფოტოები: