სალიბაურის N2 სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
21-10-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალხმრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

„ტვინების ბრძოლის“ 2024 წლის შემოდგომის სეზონი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

პირველი ასაკობრივი კატეგორია - III, IV და V კლასებს მოიცავდა, ხოლო მეორე ასაკობრივი კატეგორია - VI, VII და VIII კლასებისგან იყო დაკომპლექტებული.

შერჩეულმა გუნდებმა უპასუხეს წამყვანის (ინტელექტკლუბ „ლამპარის“ ხელმძღვანელ ვარდო ხოზრევანიძისგაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, სწორი პასუხის გამოსაცნობად, როგორც გვიყვებიან, პრიორიტეტი მიენიჭა გამჭრიახ გონებასა და ლოგიკურ აზროვნებას.

„გამარჯვებულ გუნდებს Brains.ge-სგან გადაეცათ „გამარჯვების დამადასტურებელი  დიპლომები“, - გვეუბნებიან სკოლაში.

პირველ ასაკობრივი კატეგორიაში გაიმარჯვა V კლასის გუნდმა - „ლაბირინთმა“, რომლის დამრიგებელი ხათუნა ხალვაში გახლავთ.

მეორე ასაკობრივი კატეგორიაში კი VII კლასის გუნდმა - „პირამიდამ“ შეძლო გამარჯვება, რომლის დამრიგებელი მადლენა გაბაიძეა.

სასკოლო საზოგადოება მათ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203