ინტერვენციის გეგმა - მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს
21-10-2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 22 ოქტომბერს 19:00 საათზე წარმოგიდგენთ ვებინარს თემაზე - „ინტერვენციის გეგმა“.

ვებინარის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:

რა არის ინტერვენციის გეგმა, მისი მიზანი და მნიშვნელობა ინკლუზიურ განათლებაში;

შეფასების მნიშვნელობა ეფექტური ინტერვენციის გეგმების შემუშავებისთვის;

როგორ დავსახოთ სსსმ მოსწავლეებისთვის მიღწევადი, გაზომვადი და შესაბამისი მიზნები ინტერვენციის გეგმების ფარგლებში;

ინტერვენციის სტრატეგიები, აქტივობები და საგანმანათლებლო მიდგომები;

სტრატეგიები მშობლებისა და მასწავლებლების ეფექტური ჩართვის შესახებ - კომუნიკაციის მნიშვნელობა და თანამშრომლობითი დაგეგმვა;

მულტიდისციპლინარული თანამშრომლობა - სპეციალური მასწავლებლებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და სხვა პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა - ინტერვენციის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

მონიტორინგი და შეფასება.

მოწვეული სტუმარი:

ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - ლიკა ქურციკიძე.

ვებინარის ფასილიტატორი:

ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - თამარ ისაკაძე.

ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Teams-ის გამოყენებით, ვებინარზე დასასწრებად მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203