დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში თანამშრომლობითი, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ კლასს თავისი კანდიდატურა ჰყავდა არჩეული.
საბოლოოდ, არჩევნებზე, ფარული კენჭისყრით, მოსწავლეებმა თვითმმართველობის თავჯდომარედ მე-10 კლასის მოსწავლე - ნელი ჭურჭელაური, ხოლო მდივნად - მე-9 კლასის მოსწავლე - შავლეგი მამადაშვილი აირჩიეს.
სკოლის ადმინისტრაცია მათ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: