საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის დაფუძნების 15 წლისთავისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ტრადიციადქცეული „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა.
„შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“, - ამ მოტივით, ღია ცის ქვეშ, გიმნაზიის სცენაზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მხატვრული შემოქმედებითი გაერთიანებები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ღონისძიებაზე ასევე, თინათინ მღვდლიაშვილმა წაიკითხა სამშობლოსადმი მიძღვნილი ულამაზესი ლექსი.
უნდა აღინიშნოს, რომ გიმნაზიამ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ისგან, დაფუძნების დღისადმი მიძღვნილი, მისალოცი წერილი მიიღო.
კონცერტის შემდეგ, გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, სტუმრებთან ერთად, დაესწრო გიმნაზიის ეზოში კლასების მიერ წარმოდენილ, ფესტივალისთვის მომზადებულ საინტერესო და სახალისო ნომრებს.
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ცეკვები, დადგეს მოკლესიუჟეტიანი სპექტაკლები, ამ ყველაფერს კი ამშვენებდა კუთხეებისთვის დამახასიათებელი დეკორაციები და კერძები.
საზეიმო განწყობა ტორტის გაჭრისა და ბუშტების გაშვების ცერემონიამ კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.
იხილეთ ფოტოები: