თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგ ფიქრია კვაჭანტირაძის ხელმძღვანელობით, სკოლის VIII კლასის მოსწავლეები გურიანთის მემორიალურ მუზეუმს ეწვივნენ.
შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მათ, საჭირო ინფორმაციები მიიღეს, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეთა ექსკურსიამძღოლი ნინო რუხაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: