თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. სკოლაში, კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანი, კეთილშობილური და საპასუხისმგებლოა პედაგოგობა.
სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია. სკოლაში კიდევ ერთხელ აღინიშნა მათი ღვაწლი და შრომა, რომელსაც მოსწავლეთა განათლებაში დებენ.
ეს დღე მასწავლებლებს განსაკუთრებულად, დიდი სიყვარულით მიულოცა სკოლის დირექტორმა - ნანა შარაძემ.
„ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებლის დღეს. მრავალი წელი ერისა და ქვეყნის სამსახურში, მომავალი თაობის აღზრდის საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაში“, - ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: