თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც.
ამის ნათელი მაგალითია პირველკლასში მოწყობილი შემოდგომის ზეიმი.
პატარებმა, საშემოდგომო ნუგბარით გაამდიდრეს სასკოლო სივრცე, ოქროსფრად მორთეს საკლასო ოთახი და წელიწადის ამ დროს საზეიმო ღონისძიება მიუძღვნეს.
„შემოდგომა შემოსულა ფერად-ფერად ფერებით... პირველკლასელები გილოცავთ შემოდგომის შემობრძანებას“, - ამ სიტყვებით მიმართა სკოლის დირექტორმა ნანა შარაძემ მოსწავლეებს და წინსვლა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: