საძელის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ 
21-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მოსწავლეებმა ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ისინი, ღია გაკვეთილის ფარგლებში, ასო-ბგერებს, მათ მოხაზულობას, ჟღერადობასა და ისტორიას მრავალფეროვანი აქტივობებით გაეცნენ. 

მათ წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და სწავლას დიდი მონდომებით შეუდგენენ. 

„შემოვაბრძანეთ ქართული ანბანის ხერხემალი - „ა“ და „ი“ ასო-ბგერები. მოსწავლეებმა განივითარეს მოტორული და სენსორული უნარ-ჩვევები და ანბანის სამყაროში პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203