ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის შეხვედა გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღეს მიეძღვნა
22-10-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება და საგანმანათლებლო სახის აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ქართველი მწერლის - გრიგოლ ორბელიანის დაბადების დღე საინტერესო, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

როგორც აღნიშნავენ, ამ უნიკალური მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, სკოლაში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

მოსწავლეებმა შეხვედრაზე მწერლის შემოქმედებასა და ცხოვრების შესახებ ისაუბრეს. ბავშვებმა მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203