ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გაართული საზეიმო მიღებაც.
სკოლაში დიდი ჟრიამული და ამაღლებული განწყობა იყო. სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა იცეკვეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სასწავლო პროცესი სკოლაში თვეზე მეტია მიმდინარეობს პირველი დღის ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ფოტოები: