იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.
ამჯერად, სკოლა მოსწავლეთა წარმატებას გვიზიარებს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაში.
მოსწავლეებმა: გიორგი ჭიპაშვილმა, შოთიკო მაზმიშვილმა, ელენე ჩუთლაშვილმა და სოფია ლიმარმა, სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ პირველი ადგილი დაიკავეს.
აღნიშნული ოლიმპიადა ქალაქ თელავში ჩატარდა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: