ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივირებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ პედაგოგებმა პირველი კლასის მოსწავლეებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის დასაწყისი ზეიმად უქციეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, რუსუდან მასწავლებელმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეებმა კი, თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
მათთვის ეს მნიშვნელოვანი დღე მართლაც დაუვიწყარ ზეიმად იქცა.
იხილეთ ფოტოები: