პატარა პამაჯის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
21-10-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ყველაზე პატარების - პირველკლასელების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე კი პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ. 

ახლახან, პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს, რაც „ა“ ასო-ბგერის ზეიმით აღნიშეს. ისინი თემატურ აქტივობებში მასწავლებლის - ჰრიფსიმე მანუკიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებისთვის ეს დღე მართლაც დაუვიწყარ მოგონებად გადაიქცა. გაკვეთილის შემდეგ, მშობლებმა პატარები ტკბილეულით გაახარეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203